11:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 19:20:53, 1790 ნახვა

სამართალი
შვილის დაჭრაში ბრალდებულს 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შვილის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული თ.ო. დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახედ და ზომად 4  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 ივლისს, თ.ო.-მ ქ.თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს შვილს - ნ.ო.-ს დანით ფეხის არეში განზრახ მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნ.ო.-მ  სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა თ.ო. 2017 წლის 26 ივლისს ქალაქ ქუთაისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ო. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics