|
2018-03-14 15:08:46, 1716 ნახვა
ეკონომიკა
ქუვეითური ავიაკომპანია თბილისში რეგულარული რეისების დაწყებას გეგმავს
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქუვეითის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის „Jazeera Airways" პრეზიდენტს როჰიტ რამაჩანდრანსა და ვიცე-პრეზიდენტს რაფიკ ბოგდადს შეხვდა. შეხვედრაზე ქუვეითური ავიაკომპანიის ხელმძღვანელებმა განაცხადეს უახლოეს პერიოდში „Jazeera Airways"-ის მიერ თბილისსა და ელ-ქუვეითს შორის რეგულარული ავიარეისების დაწყების შესახებ. აღინიშნა, რომ ქუვეითის ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს განიხილავს, როგორც პერსპექტიულს შემდგომი საქმიანობის ზრდისა და განვითარებისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიმართ ყურის ქვეყნების დაინტერესების ზრდაზე, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებაზე. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" გენერალური დირექტორი ქეთევან ალექსიძე. (NS)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)