|
2018-03-14 12:28:10, 1856 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი: რეზოლუციის ტექსტის 95%-ზე ფაქტობრივად შეთანხმებული ვართ
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იმედს გამოტქვამს, რომ ტატუნაშვილი საქმეზე რეზოლუციას ოპოზიციასთან თანამშრომლობით მიიღებენ. როგორც სესიაშვილმა განმარტა, აღნიშნული რეზოლუცია სჭირდება ქვეყანას და არა, რომელიმე პოლიტიკურ ძალას. "შინაგანი რწმენა მაქვს, რომ ჩვენ ერთ რეზოლუციას ყველა ერთად დავუჭერთ მხარს. ეს სჭირდება ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. რაც შეეხება იმ მცირე დეტალს, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენს შორის განსხვავება, არამგონია, რომ ის წარმოადგენდეს ისეთ ღირებულ პრინციპს, რომლის გამოც ოპოზიციამ უარი უნდა განაცხადოს საერთო რეზოლუციის მხარდაჭერაზე. უდიდეს ნაწილზე, რაც არის ტექსტის 95% - ჩვენ ფაქტობრივად შეთანხმებული ვართ. სულისკვეთება არის ის რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას სჭირდება. რაც შეეხება ერთ დეტალს აქაცც შესაძლებელია მსჯელობა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)