2015-05-18 18:54:41, 847 ნახვა
ეკონომიკა
კალაძე: აუცილებლად უნდა გავიზიაროთ ის დიდი გამოცდილება, რაც ავსტრიას ენერგეტიკის მიმართულებით აქვს
ჩვენ აუცილებლად უნდა გავიზიაროთ ის დიდი გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია ენერგეტიკის მიმარულებით,-ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ პრეზიდნეტის ადმინისტრაციაში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ურთიერთობების გასაღრმავებლად ყველაფერს გააკეთებენ.
„ავსტრიას ჩვენს პარტნიორ ქვეყნად განვიხილავთ.შემიძლია ბევრი ვისაუბრო ენერგეტიკის მიმართულებოთ, თუ რამდენად მჭიდრო ურთიერთობა გაგვაჩნია საქართველოსა და ავსტრიას. ინვესტიციას რაც შეეხება, ჯერ პირველი ჰიდროელექტროსადგური განხორციელებულია, დაახლოებით 20 მილიონის ინვესტიცია იქნა განხორციელებული ამ მიმართულებით.ეს არის ავსტრიულ-ქართული ერთობლივი კომპანია და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს თანამშრომლობა. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიზიაროთ ის დიდი გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია ენერგეტიკის მიმარულებით და აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ურთიერთობები, რაც დღეს საქართველოსა და ავსტრიას გააჩნია, კიდევ უფრო გავაღრმავოთ და მეგობრული გავხადით“,-განაცხადა კახი კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიელ კოლეგას ამწუთებში გაფართოებული ფორმატით ხვდება. მანამდე გიორგი მარგველაშვილი მას პირისპირ შეხვდა.
ავსტრიის პრეზიდნეტი ჰაინც ფიშერი გიორგი მარგველაშვილის მოწვევით საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით დღეს ეწვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან