|
2018-03-13 11:55:45, 1261 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: პრემიერის მოწოდება არის ძალიან კონკრეტული და ჟენევის ფორმატის გაძლიერებას გულისხმობს
ჩვენ ვისმენთ სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. მისი თქმით, კვირიკაშვილის ინიციატივა ძალიან კონკრეტულია და ჟენევის ფორმატის გაძლიერებას გულისხმობს. „პრემიერ-მინისტრის მოწოდება და ინიციატივა არის ძალიან კონკრეტული და გულისხმობს არა ჟენევის ფორმატის მოშლას, არამედ, პირიქით, ჟენევის ფორმატის გაძლიერებას, კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური ჩართულობით“, - განაცხდა ჯანელიძემ. ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მოთხოვნას, რუსეთის ფედერაციამაც უპასუხოს. „ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების და საქართველოს მთავრობის მოთხოვნას უპასუხოს ასევე რუსეთის ფედერაციამ და შესაბამისად, მაღალი პოლიტიკური დონის მონაწილეობით და ნების გამოხატვით, შესაძლებელი გახდეს შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რათა მოხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება“, - აღნიშნა ჯანელიძემ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)