|
2018-03-12 11:37:33, 1755 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ მრავალშვილიანი თანამშრომლების წასახალისებლად 600 000 ლარის ფულადი პრემია გასცა
600 000 ლარის ფინანსური მხარდაჭერა 48 მრავალშვილიან თიბისელს- ეს თიბისი ბანკის შიდა სოციალური პროგრამის, „მრავალშვილიანი თიბისელების კლუბის" 5 წლის შედეგებია. „მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი" მამუკა ხაზარაძის ინიციატივით 2013 წელს ჩამოყალიბდა, თიბისი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. პროგრამის მიხედვით, თიბისი ბანკის ყველა თანამშრომელს, რომელსაც მეოთხე ან მომდევნო შვილი შეეძინება, თიბისი ბანკისგან პრემიის სახით 10 000 ლარი გადაეცემა. ხოლო მეექვსე შვილის შეძენის შემთხვევაში, ბანკი თანამშრომელს 50 000 ლარით აჯილდოებს. გარდა ერთჯერადი ფულადი პრემიებისა, თიბისი ბანკი 3 და მეტშვილიან თანამშრომლებს საჩუქრად გადასცემს სპეციალურად მათთვის დამზადებულ ორდენებს, რაც მრავალშვილიანი თიბისელებისა და მათი შვილებისთვის წამახალისებელ შეთავაზებებსა და ღონისძიებებს მოიცავს. მრავალშვილიანი თიბისელების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ყოველ წელს იმართება. პროგრამის მიზანია ქვეყანაში დემოგრაფიული მონაცემების გაუმჯობესება და თანამშრომლებზე ზრუნვა, რომ ოჯახის ახალ წევრს ფინანსურად უზრუნველყოფილები შეხვდნენ. „მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი" უკვე 454 თიბისელს აერთიანებს.
(R)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)