04:56 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 09:40:47, 1777 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, 12 მარტს, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო  აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს "ზაგულბას" სასახლეში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას, არტურ რასიზადეს შეხვდება, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება. 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, აზერბაიჯანთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics