|
2018-03-09 19:27:44, 1910 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: არ მინახავს ვინმეს კითხვის ნიშანი დაესვა, რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა სწორად არ ვითარდება
„არ მინახავს ვითარება, სადაც ვინმეს კითხვის ნიშანი დაესვა, რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არ ვითარდება სწორად, ან რომ ამ პოლიტიკის შორს მიმავალი შედეგი არ დადგება“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით, ბრიუსელში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს პოლიტიკა 2013 წელს პარლამენტის დეკლარაციის მიხედვითაა მიღებული და მშაობა ამ პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება. „კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყველა ამ შეხვედრაზე ჩვენ ვსაუბრობთ იმ სტრატეგიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წლიდან, ეს არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. მე ამ წლების განმავლობაში არ მინახავს ვითარება, სადაც ვინმეს კითხვის ნიშანი დაესვა, რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არ ვითარდება სწორად, ან რომ ამ პოლიტიკის შორს მიმავალი შედეგი არ დადგება. ეს პოლიტიკა 2013 წელს პარლამენტის დეკლარაციის მიხედვითაა მიღებული და ჩვენ ვმუშოაბთ ამ პოლიტიკის ფარგლებში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს. მთავრობის მეთაური რთული ვითარების დასაძლევად, ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე საუბრობს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)