07:40 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 12:42:53, 1518 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინატორს მარკ ჰულსტს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის პროგრამების კოორდინატორს მარკ ჰულსტს შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საკითხები, ასევე, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს.

ზურაბ პატარაძე მარკ ჰულსტს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე ესაუბრა, ხაზი გაუსვა მაღალმთიანი აჭარის გაძლიერებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, რომელიც შიდა მიგრაციის პროცესების შეჩერებას და მთაში დასაქმების გაზრდას ისახავს მიზნად.

მარკ ჰულსტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აჭარაში ახალი პროექტის „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა" ამოქმედების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 2017 წლიდან IOM ახორციელებს პილოტურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების დროებითი (6 თვემდე) ლეგალური დასაქმება პოლონეთსა და ესტონეთში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადამზადდა აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს ერთი თანამშრომელი.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია რეგიონში აქტიურად მუშაობს ტრეფიკინგის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე, დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის, ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის და უსაფრთხო მიგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics