|
2015-05-18 13:41:17, 1090 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში „სოკარის“ ოფისი გაიხსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს მთავრობის წევრებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და „სოკარის“ პრეზიდენტმა როვგან აბდულაევმა ბათუმში საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნეს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთხსართულიანი შენობა, რომლის მშენებლობაც 2012 წლის ბოლოს დაიწყო განთავსებულია 1598 მ2 მიწის ფართობზე და აღჭურვილია თანამედროვე საოფისე ფართებით, ტექნიკური და შეხვედრების ოთახებით, სასტუმრო ნომრებითა და სხვადასხვა დანიშნულების სივრცით. ოფისს ასევე გააჩნია აუზი, ფიტნესი და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი სივრცეები. შენობა, რომელიც არქიტექტორმა რაუფ ხიდიროვმა დააპროექტა ნეოკლასიკური სტილითაა აგებული და მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნა ორ სახელმწიფოს შორის ბიზნესთანამშრომლობისა და ბიზნესის გაფართოების კიდევ ერთი მაგალითია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)