|
2018-03-08 14:34:12, 1893 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია პატრიოტული და მამულიშვილური საქმეა
ძველ თბილისში, ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია იწყება. რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ გამართა, რის შემდეგაც უკვე ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა. მისი თქმით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია პატრიოტული და მამულიშვილური საქმეა: „ნამდვილად სასიხარულოა, დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს,ახალი ტფილისის პროექტის ფარგლებში გუდიაშვილის რეაბილიტაცია, აღდგენა არის პატრიოტული, მამულიშვილური საქმე დღეს ჩვენთვის, რომ ამ ყველაფერს იტორიული სახე შევუნარჩუნოთ.ეს არის ის ადგილი, სადაც განსაკუთრებულად იგრძნობა თბილისის სუნთქვა, ის სულისკვეთება, რომელმაც ჩვენი დედაქალაქი შემოინახა ისეთად, როგორიც არის დღეს. აქცია ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქდ მსოფლიოში. წლების განამვლობაში ინფრასტრუქურის გაუმართაობამ, უყურადღებობამ სავალალო შედეგამდე მიიყვანა ამ შენობების მდგომარეობა. ამიტომ, ნამდვილად არის მამულიშვილური საქმე ის, რომ დღეს ვიწყებთ ამ მოედნის აღდგენა-რეაბილიტაციას, ასევე მიმდებარა ქუჩების და მთლიანობობაში 30-მდე შენობა თავისი ეზოებით აღდგება.აქედან 18 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია“,-განაცადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)