05:42 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 19:03:15, 2787 ნახვა

ეკონომიკა
Wallstreet Journal: საჯარო რეესტრი ბლოკჩეინის ტექნოლოგიას უძრავი ქონების ამონაწერების შესახებ ინფორმაციის შენახვისთვის იყენებს

საერთაშორისო  ავტორიტეტულმა გამოცემამ  Wall street Journal ბლოკჩეინს ტექნოლოგიისადმი მიძღვნილ სტატიაში საქართველოს, კერძოდ კი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოცდილება განიხილა. 

სტატიაში, რომელიც Wall street Journal-მა 6 მარტს გამოაქვეყნა, განხილულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის პროექტი  და შვედეთსა  და ამერიკის შეერტებულ შტატებში უძრავ ქონების გარიგებებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების სატესტო პროექტები.  

„ბოლო ერთი წელია, საქართველოში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ბლოკჩეინის ტექნოლოგიას უძრავი ქონების ამონაწერების შესახებ ინფორმაციის შენახვისთვის იყენებს, მათ შორის, ქონების ყიდვის/გაყიდვის ან იპოთეკის რეგისტრაციის დროს. დღეისათვის ბლოკჩეინში მილიონი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა შენახული, თითოეული მათგანი უნიკალური ჰეშ-კოდით.

სააგენტოს შემდეგ მიზანია გონიერი (smart) კონტრაქტების დანერგვა, რაც უძრავი ქონების ტრანზაქციების ციფრულ ფორმატში შესრულებას უზრუნველყოფს.

„ეს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, შევთავაზოთ სერვისი", განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, პაპუნა უგრეხელიძემ.

ქვეყანამ ახლახანს მიიღო კანონი ელექტრონული ხელმოწერებთან დაკავშირებით და მუშაობს ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ სხვა რეგულაციებზე, განაცხადა მან", - წერს გამოცემა Wall street Journal. 

საქართველოს გამოცდილებას მაგალითად ასახელებს ასევე, გამოცემა The Merkle 5 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics