|
2018-03-07 14:46:03, 1527 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: C ჰეპატიტთან დაკავშირებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა უნდა გაგრძელდეს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო ახორციელებს C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალურ პროგრამას. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ამ პროგრამამ საქართველოში 200 000-ზე მეტ ადამიანს სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნების შესაძლებლობა დაუბრუნა. "C ჰეპატიტის პროგრამა ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითსწარმოადგენს. დღემდე მკურნალობაში ჩაერთო 45 ათასამდე პაციენტი, ხოლო მედიკამენტის მიღება უკვე დაასრულა 40 ათასამდე პირმა. განკურნების კოეფიციენტი მნიშვნელოვნად მაღალიადა ჰარვონის რეჟიმზე 98.2% აღწევს. C ჰეპატიტთან დაკავშირებული სერვისების დეცენტრალიზაცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა უნდა გაგრძელდეს, შემცირდეს დიაგნოსტიკასა და მკურნალობასთანდაკავშირებული ბარიერები, გაიზარდოს სკრინინგის მაჩვენებლები და ყველა პოტენციური პაციენტი ჩაერთოს პროგრამაში. მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს, კომპანია „გილეადს", ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას,ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსს და სხვა პარტნიორებს ამ პროგრამის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)