|
2018-03-07 14:33:58, 1769 ნახვა
კომენტარი
ბიბილოვი ტატუნაშვილზე: საშუალება უნდა მოგვცეთ, ყველაფერი კანონის გზით გავაკეთოთ
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საკითხი „ძალიან პოლიტიზირებულია“. ამის შესახებ ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემა ექსპერტიზის პასუხების შემდეგ გახდება შესაძლებელი. „ჩვენ კარგად გვესმის, რომ სამხრეთ ოსეთში არსებული კანონები მსოფლიო ნორმებს არ ეწინააღმდეგება. იმისათვის, რომ ცხედრის გადაცემა მოხდეს, საჭიროა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ასეა მიღებული მთელ მსოფლიოში და უბრალოდ ისე ქართული მხარის მოთხოვნებს ვერ დავაკმაყოფილებთ", - განაცხადა ბიბილოვმა. მანვე დასძინა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს უნდა მიეცეს შესაძლებლობა ყველაფერი კანონის გზით გააკეთოს. "თუ ტატუნაშვილის ცხედარი საბუთების გარეშე იქნება გადაცემული, თქვენ პირველები დაარტყავთ სამხრეთ ოსეთს, ჩვენ ეს არ გვინდა. იგივე საქართველოში - ექსპერტიზას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება. არავინ ამბობს, რომ ცხედარი არ უნდა გადავცეთ, თუმცა საზოგადოების ნაწილს ასეთი პოზიციაც აქვს. ჩვენ 150 ადამიანი გვყავს დაკარგული, მარგამ ამისგან პოლიტიკას არ ვქმნით“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა. მედია საშუალების ინფორმაციით, თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან ტოივო კლაარმა შეშფოთება გამოთქვა, რომ "ტატუნაშვილის ცხედარი უკვე 2 კვირის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთშია“.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)