|
2018-03-06 13:45:20, 1730 ნახვა
ეკონომიკა
ახალ საგადასახადო ინიციატივას ქუთაისში გაეცნენ
ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ, მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს საინფორმაციო კამპანიას რეგიონებში. ქუთაისში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს წარუდგინა. "გრძელდება ახალი საგადასახადო ინიციატივის განხილვა რეგიონებში. როგორც ცნობილია მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს საშემოსავლო გადასახადის 5-ჯერ შემცირებას, 5%-დან 1%-მდე და ზღვარის გაზრდას 100 ათასი ლარიდან 500 ათას ლარამდე. დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით ისარგებლებს 120 ათასი მცირე მეწარმე. აღნიშნული რეფორმა ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში", -აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშილმა. პრეზენტაციაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ თუ რას ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღება, როგორ მოხდება მისი ადმინისტრირება და რა შედეგის მომტანი იქნება ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. (NS)
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)