|
2018-03-06 13:17:52, 1569 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია: უფრო მეტი ქალი მიმართავს დღეს სამართალდამცავ ორგანოებს მათი ინტერესების დასაცავად
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, საერთაშორისო კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ გახსნის შემდეგ, კომენტარი გააკეთა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შემცირებისა და პრევენციის მიმართულებით ახორციელებს. როგორც გახარიამ აღნიშნა, შს უწყება აღნიშნული მიმართულებით აქტიურად მუშაობს. „ჩვენი უწყება ამ მიმართულებით ძალიან ბევრს აკეთებს, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანა დღეს არის ქალთა უფლებების დაცვა, ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენისა და გამოძიების მექანიზმების სრულყოფა და ეფექტიანობის გაზრდა. თქვენ, ასევე, უნდა გაითვალისწინოთ ის კომპონენტი, რომ ბოლო წლების განმავლობაში იმ საგანმანათლებლო პროგრამებმა, რომლებიც განხორციელდა, შეცვალა მიდგომა ამ მოვლენის მიმართ და უფრო მეტი განცხადება შემოდის, უფრო მეტი ქალი მიმართავს დღეს სამართალდამცავ ორგანოებს მათი ინტერესების დასაცავად. ეს სტატისტიკაშიც აისახა და შესაბამისად, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როგორც კი მიმართვიანობის რაოდენობა იზრდება, ეს გვაძლევს ჩვენ ჯანსაღ საშუალებას, რომ სწორი რეაგირება მოვახდინოთ ამ სამართალდარღვევებზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. შეგიძლიათ, ასევე, შეკავების ორდერების რაოდენობაც ნახოთ, მათი რაოდენობაც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“, - განაცხადა გიორი გახარია. (NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)