2018-03-06 11:32:41, 1606 ნახვა
კომენტარი
კელი: მოვუწოდებთ რუსეთს და ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობას, ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გადასცენ
ამერიკა რუსეთსა და ოკუპურებული ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობას მოუწოდებს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გადასცენ, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა.
როგორც კელიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის ძალისხმევას არჩილ ტატუნაშვილის საკითხის გადაჭრაში. აუცილებელია ამ საკითხთან, ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით დადგეს პასუხისმგებლობა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით და დავაკვირდებით მიმდინარე პროცესებს. ამერიკა ჩართულია ამ პროცესში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსკოვს და ცხინვალს გაათავისუფლონ საქართველოს ორი დაკავებული მოქალაქე და ასევე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მოხდეს", - განაცხადა კელიმ.
ავტორი: ,