|
2018-03-05 14:44:33, 1910 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: მთავრობის მიზანია, მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება
საქართველოს მთავრობის მიზანია, ჩვენს ქვეყანაში მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თითოეულ ქართულ ოჯახს და ყველა მოქალაქეს შეეხება, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აჭარაში, მცირე და საშუალო ბიზნესის მეწარმეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ბახტაძემ ჟურნალისტებს განნუცხადა, მიზნის მისაღწევად აუცილებელია ორი წინაპირობის დაკმაყოფილება: „პირველი - მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენს ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი და მეორე - ვიხილოთ მეტი ეკონომიკური აქტივობა ჩვენს რეგიონებში. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამას ემსახურება. ჩვენ გვაქვს საინფორმაციო კამპანია და ჩავალთ ყველა რეგიონში. აჭარაში აღნიშნული ინიციატივა ძალიან აქტუალურია. მცირე და საშუალო ბიზნესის პოტენციალი აჭარაში არის ძალიან მაღალი. აქედან გამომდინარე გვქონდა ძალიან შედეგიანი შეხვედრა. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი აქტიურობისთვის. მივიღეთ დამატებითი რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ინიციატივა კიდევ უფრო დავხვეწოთ და მოვარგოთ ჩვენი მეწარმეების მოთხოვნებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)