|
2018-03-05 13:43:37, 1915 ნახვა
ეკონომიკა
იანვარ-თებერვალში, საქართველოდან 10,8 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტის ზრდის კუთხით, 2018 წელი პოზიტიურად დაიწყო. სააგენტოს ცნობით, ექსპორტის ზრდა, იანვრის თვის მონაცემების ანალოგიურად, თებერვლის თვის მდგომარეობითაც შენარჩუნებულია. „2018 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან, მსოფლიოს 38 ქვეყანაში 10,8 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 23%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 24,3 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18% შეადგინა. ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: იაპონია - 213% (44292), დიდი ბრიტანეთი - 137% (36108), ესტონეთი - 75% ( 88326), ისრაელი - 58% (31272), ლატვია - 43% (262110), პოლონეთი - 41% (441202), ნიდერლანდები - 32% (13491), რუსეთი - 30% (7425286), ყაზახეთი - 29% (501282), გერმანია - 27% (109834), უკრაინა - 13%(972976), საფრანგეთი - 9%, (14036) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (7 425 286), უკრაინა (972 976), ჩინეთი (559 168), ყაზახეთი (501 282) და პოლონეთი (441 202). საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 109 კომპანიამ განახორციელა. ამასთან, იანვარ-თებერვალში ექსპორტირებულია 2,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 29,8 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
(NS)
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)