14:42 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 12:53:52, 1476 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ცხედრის გადმოცემა მომხდარიყო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადაცემოდა.

თალაკვაძეს აქვს მოლოდინი, რომ ცხედარი უახლოეს პერიოდში იქნება გადმოსვენებული:

„ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ მომხდარიყო ცხედრის გადმოცემა, ველოდებით, რომ უახლოეს პერიოდში ცხედარი გადმოეცემა ოჯახს და  ამასთან დაკავშირებით, კომუნიკაცია და კონსულტაციები მიმდინარეობდა, როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის ჩართულობით, ასევე  მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქმა მიმართა რუსეთის პატრიარქს დახმარების თხოვნით, ველოდები, რომ უახლოეს პერიოდში იქნება ცხედარი გადმოცემული და ჩვენ შევძლებთ  ჩვენი მებრძოლის ღირსეულად დაკრძალვას და შევძლებთ, რომ სათანადო პატივი მივაგოთ მას“,-აღნიშნა თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics