2018-03-05 11:41:03, 1511 ნახვა
კომენტარი
შვეიცარიის ელჩი: ტატუნაშვილის შესახებ მოსკოვთან დაკავშირება არ უთხოვიათ, შესაბამისად არანაირი ქმედება ჩვენგან არ ყოფილა
შვეიცარიის ელჩის საქართველოში ლუკას ბეგლინგერის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი ძალიან სამწუხაროა და ის გამოძიების შედეგებს დაელოდება.
ამასთან, ბეგლინგერის თქმით, შვეიცარიის საელჩოდან ტატუნაშვილის თაობაზე ოფიციალურ მოსკოვთან დაკავშირება არ მომხდარა, ვინაიდან, შესაბამისი თხოვნით მისთვის არავის მიუმართავს:
„ძალიან სამწუხარო ფაქტია. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდები მას, მაგრამ ამავე დროს, ეს არ უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ გადავუხვიოთ საერთო მიმართულებას, დიალოგის გზას და ა.შ. რაც შეეხება ტატუნაშვილის შესახებ მოხდა თუ არა მოსკოვთან დაკავშირება, ჩემთვის არ უთხოვიათ, შესაბამისად, რადგან მოთხოვნა არ იყო, არანაირი ქმედება შვეიცარიის საელჩოდან არ მოყოლია“,-განაცხადა შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ლუკას ბეგლინგერმა.
ავტორი: ,