11:00 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-17 14:23:32, 446 ნახვა

საზოგადოება
ლგბტ აქტივისტებმა აქციაზე იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნები წაუყენეს

იუსტიციის სამინისტროსთან ლგბტ აქტივისტების აქცია გრძელდება.როგორც "ექსპრესნიუსს" "ლგბტ საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მიხეილ შუბლაძემ განუცხადა, აქციის ჩასატარებლად  იუსტიციის  სამინისტრო იმის გამო შეარჩიეს, რომ კანონები, რომლებიც  საქართველოშია მიღებული, რეალურად  არ სრულდება. 

მისივე თქმით, მრავალი მაგალითი შეიძლება იქნას მოყვანილი კანონის არ შესრულებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე  პრიმა  მუხლი, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს ეხება. 

გარდა ამისა, უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, რომ  ტრანსგენდერებთან  დაკავშირებული პრობლემა იუსტიციის სამინისტროს მოსაგვარებელია. მისი განმარტებით, სქესის შეცვლის შემდეგ მათ არ შეუძლიათ შესაბამისი დოკუმენტაცია წესრგიში მოიყვანონ.
"ტრანსგენდერ ადამიანებს აქვთ სერიოზული პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ სქესის შეცვლის შემდეგ საბუთების წესრიგში მოყვანა უჭირთ. პრაქტიკულად, არ ხდება პირადობის მოწმობების გამოცვლა და სქესის გრაფაში შესაბამისი სქესის ჩაწერა. გარდა ამისა, სახელმწიფომ ასევე უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური და კონსტიტუციური უფლება-გამოხატვის უფლება, თუმცა ჩვენ წინა წლებში  შევხედეთ, რომ ეს უფლება უზრუნველყოფილი არ არის",-განაცხადა ბაია პატარაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics