|
2018-03-02 20:05:37, 1088 ნახვა
რეგიონი
ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ბათუმში კიდევ ერთხელ გაიხსენეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობებისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ. სახალხო დიპლომატიის გზით მომუშავე პროგრამა „ქართულ-აფხაზური საგა" უკვე 10 წელია აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა ჩართულობით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს. ზურაბ პატარაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს მთავრობისა და რეგიონული მთავრობის მხარდაჭერით ქართულ -აფხაზურ ურთიერთობებში წინგადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. რეგიონის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა აჭარაში აფხაზური ენის სწავლების შემოღებას. მისი თქმით, აფხაზური ენის სწავლება უკვე ორ ადგილობრივ სკოლაშია შესაძლებელი, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი შემუშავდა აფხაზური ენის სწავლების პროგრამა და აფხაზური ენა ჩასმულია არჩევით საგნებში. „აჭარის რეგიონში მცხოვრები აფხაზები არიან საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მშვიდობით იცხოვრო და იყო წარმატებული საქართველოში. დარღვეული ურთიერთობების აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების საქმეში, მათ შორის ჩვენს რეგიონში მცხოვრები აფხაზების როლი არის უმნიშვნელოვანესი" -აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია კლუბ ,,ბათუმის" და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთისა და აჭარის მთავრობის, საქართველოს საპატრიარქოსა და აჭარაში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)