|
2018-03-02 14:57:54, 1005 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის ე.წ. საგარეო: საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ, რეგიონში ახალი დაძაბულობის კერას ქმნის
რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის მისწრაფებას, ე.წ. ეროვნული პასპორტებით მსოფლიოს მასშტაბით იმოგზაურონ, მხარს უჭერს, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შესაბამისი საკითხი სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა და ჟენევის დისკუსიების რუსული დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილემ განიხილეს. დე-ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი მზად არის ოკუპირებულ აფხაზეთს საერთაშორისო ტრიბუნები დაუთმოს. ამავე შეხვედრის მონაწილეებმა ოფიციალური თბილისი ინციდენტების პრევენციის მექანიზმის საქმიანობის პოლიტიზებაში დაადანაშაულეს. "თბილისის დესტრუქციული ხაზი, ჟენევის ფორმატს ბლოკავს და არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ეს მნიშვნელოვანი ფორმატი განვითარდეს. საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ, რეგიონში ახალი დაძაბულობის კერას ქმნის. იმედს გამოვთქვამთ, რომ დასავლელი პარტნიორები და თბილისის მფარველები, გააცნობიერებენ იმას, თუ რამდენად დამღუპველია ნატოში ინტეგრაციის კურსი და საქართველოს რევანშისტულ მისწრაფებებს ხელს არ შეუწყობენ", - ნათქვამია ე.წ. განცხადებაში. ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ დასძინა, რომ ინციდენტების პრევენციის მექანიზმის "მყიფე ბალანსი თბილისის ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში დაირღვევა".
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)