|
2018-03-02 12:17:32, 2256 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვს
ესპანეთი ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვს. განცხადება ესპანეთის საგარაო უწყების „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა. „ესპანეთის მთავრობა ელის, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების საქმეზე ამომწურავ და გამჭვირვალე გამოძიებას ჩაატარებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრულ მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)