|
2018-03-01 18:25:32, 1896 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძემ საზოგადოებას ურბანული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებები გააცნო
თბილისის მერმა კახა კალაძემ მერობის 100 დღის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საზოგადოებას ურბანული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები დეტალურად გააცნო და ცენტრალურ ხელისუფლებას მერიის მიერ დაგეგმილი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძის განცხადებით, ძველ თბილისში დაიწყო მასშტაბური პროექტების განხორციელება. მათ შორის, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები. თბილისის მერის თქმით, პროექტებზე საერთო ჯამში 102 მილიონი ლარი დაიხარჯება. ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია კი, მომდევნო წლის დასაწყისში დასრულდება. „ზოგადად, ძველი თბილისის რეაბილიტაცია ჩემს საარჩევნო პროგრამაშიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. მომდევნო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებითდაახლოებით, 500 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა ასევე, ხარისხის კონტროლის მექანიზმებზე და აღნიშნა, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება. კახა კალაძის განცხადებით, ხარისხის კონტროლი პროექტის დასაწყისიდანვე განხორციელდება და ექსპერტიზის ჩატარება პროექტის დასრულების შემდეგ სავალდებულო იქნება. „ჩვენ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ განვითარებაზე, წინსვლაზე, აღმშენებლობაზე, თუ არ იქნა ეს ყველაფერი ხარისხიანად შესრულებული, მერწმუნეთ, რომ კაპიკი ექნება იმ პროექტებსფასი, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ. შესაბამისად, ამ მიმართულებით მიდგომებსყველა დონეზევამკაცრებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, გამკაცრდება ასევე, რეგულაციები სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით. კახა კალაძემ აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობისთვის საკანონმდებლო მადლობა გადაუხადა. „მკაცრად გაკონტროლდება სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტები. ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები გვაქვს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პარლამენტს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. ცვლილებები, რომელიც კანონში ამ მიმართულებითშედის, მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი, როდესაც მშენებლობებზე ადამიანები იღუპებიან, რასაც ვერ შევეგუებით. შესაბამისად, ვამკაცრებთ რეგულაციებს, რათა მშენებლობებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება დაცულიიყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)