|
2018-03-01 15:30:06, 1678 ნახვა
კომენტარი
ენძელა მაჭავარიანი დეკანოიძეს: პირი გამოირეცხე, როდესაც ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკობ
„ქართული ოცნების“ წევრი ენძელა მაჭავარიანი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ხატია დეკანოიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა. მაჭავარიანმა ოპოზიციის წევრს მიმართა და აღნიშნა, რომ მის პარტიას ფიზიკურ ძალადობაზე საუბრის უფლება არ აქვს. დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი ბორჯომის საკრებულოში 2 დღის განმავლობაში შექმნილი ვითარებაა. ,,თქვენი დრო დამთავრდა. ვიდრე იმათ ცემაზე თქვენ არ აგებთ პასუხს, მანამდე თქვენი გამოჩენა საზოგადოებაში იქნება პრობლემა, უნდა გრცხვენოდეთ", - მიმართა ენძელა მაჭავარიანმა დეკანოიძეს. თავის მხრივ დეკანოიძემ აღნიშნა, რომ "პატიოსანი მხოლოდ "ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია" და ენძელა მაჭავარიანს მასთან წასვლა ურჩია. აღნიშნულმა მმართველი გუდნის დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია. "პირი გამოირეცხე, როდესაც ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკობ", - მიმართა მაჭავარიანმა ხატია დეკანოიძეს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)