|
2018-03-01 11:59:05, 1604 ნახვა
კომენტარი
გიგაური: პრორუსული განწყობებით გაჟღენთილ ადამიანებს უნდა შევახსენოთ, რომ რუსეთია ასეთი ტრაგედიების მიზეზი საქართველოში
"იმ ადამიანებს, რომლებიც პრორუსული განწყობებით არიან გაჟღენთილები, უნდა ვანახოთ ეს ფაქტი და შევახსენოთ, რომ რუსეთი არის მსგავსი ტრაგედიების მიზეზი საქართველოში", - ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და ცხედარის ამ დრომდე ოჯახისთვის არ გადაცემის ფაქტს. გიგაურის თქმით, რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ახორციელებს და მას არ შეიძლება, ჩვენი ქვეყნის განვითარება სურდეს: "ვფიქრობ, ეს არის ტრაგიკული ფაქტი, ის, რომ ოჯახს არ შეუძლია, დაიტიროს გარდაცვლილი ადამიანი, კიდევ ერთხელ გვანახებს იმას, რომ რუსეთი არ შეიძლება იყოს საქართველოს მეგობარი და რუსეთის პოლიტიკა საქარათველოსთან მიმართებაში არის აგრესიული,მას არ შეიძლება უნდოდეს საქართველოს განვითარება და არ შეიძლება ზრუნავდეს საქართველოს მოქალაქეებზე. ამიტომ, ვფიქრობ, იმ ადამიანებს, რომლებიც პრორუსული განწყობებით არიან გაჟღენთილები, უნდა ვანახოთ ეს ფაქტი და კიდევ უნდა შევახსენოთ, რომ რუსეთი არის აგრესორი და ასეთი ტრაგედიების მიზეზი საქართველოში",-აღნიშნა ეკა გიგაურმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)