03:34 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 11:04:26, 2148 ნახვა

მსოფლიო
სლოვაკეთში ჟურნალისტისა და მისი მეგობარი გოგოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

სლოვაკეთის პოლიციამ ჟურნალისტის იან კუციაკისა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას true-news.info ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედიის ცნობით, პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ნარკოდანასაულში. ასევე პოლიციამ რამდნეიმე რეიდი ჩაატარა, რომლის შედეგად, დიდი ოდენობით იარაღი ამოიღეს. 

„ ჩვენი ინფორმაციით, გასულ პარასკევს ორი პირი, რომლებიც უკვე დიდი ხანია  ეჭვმიტანილები არიან ნარკოდანაშაულში, საუბრობდნენ იმაზე, რომ საჭიროა იარაღის აღება და სოფელ ველკა მაჩაში წასვლა“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ კუციაკი და მისი მეგობარი გოგო სწორედ ამ სოფელში მოკლეს. 

მანამდე, სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ  ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ მთავრობა მილიონ ევროს გადაიხდის. 

რაც შეეხება მკვლელობის ვერსიას, მედიაში სხვადასხვა მოსაზრებები ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ჟურნალისტი, შესაძლოა, იტალიური მაფიის წევრებმა მოკლეს. 

ასევე, სლოვაკეტის კულტურის მინისტრმა, მარეკ მადარიკმა ჟურნალისტის მკვლელობის გამო თანამდებობა დატოვა. მისი განცხადებით, მისთვის იმდენად შოკისმომგვრელი იყო თავის ქვეყანაში ჟურნალისტის მკვლელობა, რომ მთავრობაში მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. 

შეგახსენებთ, სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი, იან კუციაკი და მისი მეგობარი გოგო მოკლეს. სლოვაკეთის პოლიციის ცნობით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რაც სავარაუდოდ, ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics