02:20 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 10:14:05, 1720 ნახვა

პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების, უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის საკითხები.

ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას, საუბარი შეეხო მიმდინარე წლის მარტში, თურქეთ-საქართველოს ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის (JETCO) პირველი შეხვედრისა და აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმის ორგანიზების საკითხებს.

ფინანსთა მინისტრმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი აღნიშნული ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარებას და გამოთქვა იმედი, რომ იგი ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

აღნიშნული ღონისძიების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მხარეებს 2017 წლის მაისში თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის შეხვედრის დროს ხელმოწერილი დეკლარაციის საფუძველზე აქვთ მიღებული.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics