|
2018-02-28 23:16:24, 3856 ნახვა
სპეციალური ანონსი
1-ლი მარტის ანონსი
10:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით გამართავს გასვლით სხდომას ქალაქ ბორჯომში. 10:30 საათზე, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის შეხვედრა იტალიის ელჩთან საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან და მის თანმხლებ პირებთან. 10:30 საათზე, პარლამენტში, ევროპული საქართველოს ფრაქციის ოთახში გიგი წერეთელი იტალიის ელჩს შეხვდება. 11:00 საათზე, შრომითი მიგრაციის პროცესების წარმატებული რეგულირებისა და მართვის მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა მემორანდუმს გააფორმებენ. 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ახალი კამპანიის „მინდა ვენდო სასამართლოს“ პრეზენტაციას გამართავს. 11:30 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია საქართელოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას დევნის გადახედვის საქმეზე, სხდომას გამართავს. 12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება ეკატერინე მიშველაძის საქმე საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ. დავა შეეხება ,,საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" მის გათავისუფლებას. 12:00 საათზე, ევროპული საქართველოს ოფისში დავით ბაქრაძის და სერგი კაპანაძის ბრიფინგი. 12:00 საათზე, სასტუმრო „კოსტეს" საკონფერენციო დარბაზში, ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობის საქმეზე პრესკონფერენცია გაიმართება. 12:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა. 13:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა. 14:00 საათზე, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის პირველი სხდომის დასრულებისთანავე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია გაიმართება. 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვახტანგ მეექვსის კორპუსში ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) სახელობის კაბინეტი გაიხსნება. ღონისძიებას აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში დოკუმენტური ფოტოგამოფენა „აფხაზეთის ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობა: ფაქტები, შეფასებები“ გაიხსნება. 18:00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ "ქალთა ფონდი საქართველოში" გამართავს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას "თავშესაფარს მიღმა" "ძალადობის მსხვერპლთა, დედათა და ბავშვთა თავშესაფრის" მხარდასაჭერად.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)