|
2018-02-28 17:03:22, 2615 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში, სამხედრო ბაზაზე, საეჭვო კონვერტის გახსნის შემდეგ 11 ადამიანი შეუძლოდ გახდა
აშშ-ში, ვირჯინიაში, ამერიკელმა სამხედროებმა საეჭვო კონვერტი მიიღეს. ინციდენტი არლინგტონის Fort Myer-Henderson-ის სამხედრო ბაზაზე მოხდა. კონვერტის გახსნის შემდეგ 11 ადამიანი შეუძლოდ გახდა. CNN-ის ინფორმაციით, სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია. კონვერტის გახსნის შემდეგ ბაზის რამდენიმე თანამშრომელს ხელებსა და სახეზე წვის შეგრძნება ჰქონდა, ერთ მათგანს ცხვირიდან სისხლდენაც დაეწყო. შემთხვევის გამო, შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა. მიმდინარეობს გამოძიება. მანამდე, მსგავსი კონვერტი დონალდ ტრამპის შვილმა მიიღო თუმცა კონვერტი მისმა მეუღლემ ვანესა ტრამპმა გახსა, ის შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ასევე, საეჭვო კონვერტები, მეგან მარკლისა და პრინც ჰარის, WikiLeaks-ის დამფუძნებელ, ჯულიან ასანჟის და ბარაკ ობამას ოფისსაც გაუგზავნეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)