13:54 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 10:37:21, 1652 ნახვა

კომენტარი
კალაძე - ჩატარდება აღდგენითი სამუშაოები და სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

თბილისის მერმა კახა კალაძემ მეხანძრე-მაშველებს სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ გაჩენილი ხანძრის დროს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ხანძრის შედეგად, როგორც მოიჯარეები, ისე სავაჭრო ფართების მფლობელები დაზარალდნენ.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს დროული რეაგირებისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის. მართლაც ძალიან დიდი სამუშაო გაწიეს. მოგეხსენებათ, დაზარალებულია ორივე მხარე, როგორც მოიჯარეები, ისე სავაჭრო ფართების მფლობელები. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ გუშინვე დაიწყო შეხვედრები მოიჯარეებთან, რათა დეტალურად გაიარონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, უახლოეს მომავალში, როდესაც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობას დაასრულებენ, სავაჭრო ცენტრის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, რათა ფუნქციონირება ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს.

„იქამდე კი, იმ ადამიანებს, რომელთა საქონელიც გადარჩა, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია ალტერნატიული ფართებს სთავაზობს, რათა დამწვარი ფართის აღდგენამდე თავიანთი საქმიანობა შეუფერხებლად განაგრძონ.  მნიშვნელოვანია, რომ ამ ვითარებაში ორივე მხარემ შეძლოს თანამშრომლობა და სწორი კომუნიკაცია, რათა უარყოფითი შედეგები მინიმუმამდე დავიდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics