|
2018-02-28 10:14:14, 1778 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა რაც შეიძლება მალე დავასრულოთ
„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა მალე დავასრულოთ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრმა გვიან ღამით ტატუნაშვილების ოჯახს პირადად მიუსამძიმრა. „ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა და ტრაგედია ერთი კონკრეტული ოჯახის და მთელი ქვეყნის, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. როგორც მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა აღნიშნა, აქციის გამართვას ჯერჯერობით აღარ გეგმავენ. „მუშაობს კაცი და რაღა მაქვს სათქმელი. ყოველდღე ამოდის და გვაწვდის ინფორმაციას. მერე შევხედავთ, არაფერს არ ვგეგმავთ“, - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)