|
2018-02-27 15:53:40, 1561 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი ჩაბუქის საქმეზე: სასამართლო თავისივე დამოუკიდებლობის ფარგლებში მიიღებს გადაწყვეტილებას
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე უწყებისადმი გაეროს კომიტეტის მომართვას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ არ მოხდეს ჩაბუქის ექსტრადირება მანამ, სანამ კომიტეტი მის საქმეს არ განიხილავს. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტეს განუცხადა, რაკი ჩაბუქის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს, გაეროს კომიტეტის წერილის თაობაზე გუშინ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს შეატყობინეს. „იუსტიციის სამინისტროში მოქმედებს სახელმწიფო წარმომადგენლობის სამსახურები საერთაშორისო სასამართლოში და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოებში, როგორიც არის ასევე გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტი. კომიტეტმა ჩვენ შეგვატყობინა, რომ მათ გამოსცეს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს სახელმწიფოს და მის სტრუქტურებს ეთხოვათ, მანამ, სანამ თავად არ განიხილავენ თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეს, თავი შეიკავოს საქართველომ მისი ექსტრადირებისგან. რაკი თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს ამ საქმეს, ჩვენ გუშინ უკვე შევატყობინეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ასევე პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ამ წერილის შესახებ. ამ ეტაპზე სულ ეს არის. დანარჩენი კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, სასამართლო თავისივე დამოუკიდებლობის ფარგლებში და საქმის მასალებიდან გამომდინარე, მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩათვლის საჭიროდ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)