|
2018-02-26 17:00:55, 1718 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი არჩევნებზე: თუ ამის საჭიროება იქნება, კენჭს ვიყრი, თუ არა, მშვიდ ცხოვრებას ვარჩევდი
„თუ იქნება საჭიროება, მე ვიყრი კენჭს, თუ არ იქნება, ამ ძალიან მძიმე სამსახურს, მიუხედავად იმისა რომ პატივია, სხვა უფრო მშვიდ ცხოვრებას ვარჩევდი“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მარნეული TV“-ს ეთერში დასმულ შეკითხვას - მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. „თუ იქნება საჭიროება, მე ვიყრი კენჭს, თუ არ იქნება და ეს არ არის ქვეყნისთვის სავალდებულო ან აუცილებელი, ამ ძალიან მძიმე სამსახურს, მიუხედავად იმისა რომ პატივია, სხვა უფრო მშვიდ ცხოვრებას ვარჩევდი. მე ვერ ვხედავ, რა პოლიტიკური რეალობაა, ფერები არეულია. მმართველმა პარტიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული რაიონის გამგებლის მესამე მოადგილით დამთავრებული ყველა თანამდებობა უკავია, ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი რით ვერ დაასახელეს? იმიტომ რომ ძალიან არეულია პოლიტიკური ლანდშაფტი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)