|
2018-02-26 14:27:39, 1632 ნახვა
კომენტარი
მახარობლიშვილი: მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ტატუნაშვილის გარდაცვალებას შესაფერისი რეაგირება მოჰყვეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს შესაფერისი რეაგირება მოჰყვეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის დაყენების ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შესაფერისი რეაგირება მოჰყვეს ამ საზარელ შემთხვევას. ძალიან მძიმე შემთხვევას. ბუნებრივია,ქართული მხარე ყველა პლატფორმას, ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს საკითხის დაყენების. მისასალმებელია ევროკავშირის მხრიდან განცხადების გაკეთება. მოლოდინი გვაქვს, სხვა პარტნიორებიც ამ მიმართულებით გააკეთებენ განცხადებებს და შესაბამის შეფასებას მისცემენ. საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს იმყოფება ჟენევაში, სადაც მონაწილეობას ღებულობს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის კუთხით სხდომაში და თავის გამოსვლაში აუცილებლად ისაუბრებს ამ შემთხვევაზე. ყურადღება გამახვილდება ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტებზეც“,-განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)