|
2018-02-25 10:46:00, 2671 ნახვა
მსოფლიო
გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუცია მიიღო
გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუცია მიიღო. BBC-ის ცნობით, გაერო ამ დროს ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად და დაჭრილების ევაკუაციისთვის გამოიყენებს. რეზოლუციის მიღება რუსეთის წინააღმდეგობის გამო ორჯერ გადაიდო. გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ შვედეთისა და ქუვეითის პროექტს არარეალისტური უწოდა. მანამდე რეზოლუციის პროექტი გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. დოკუმენტის ავტორები შვედეთი და ქუვეითი არიან. რეზოლუციის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ გავრცელდება ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებზე. აღმოსავლეთ ღუტას მეამბოხეები აკონტროლებენ. ქალაქი 4 წელზე მეტია ალყაში იმყოფება. ამ რეგიონში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. ღუტას რაიონში ბოლო 7 დღის განმავლობაში სირიაში ავიადარტყმებს 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღმოსავლეთ ღუტაში სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)