|
2018-02-24 13:41:37, 2833 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის საელჩო იერუსალიმში მაისში გაიხსნება
აშშ-ის საელჩო იერუსალიმში მაისში გაიხსნება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იერუსალიმში მაისში გაიხსნება, - ამის შესახებ NewsWeek იუწყება. როგორც ისრაელის ტრანსპორტისა და დაზვერვის მინისტრმა, ისრაილ კაცმა აღნიშნა, ამერიკის საელჩოს გახსნა იერუსალიმში, ისრაელის 70 წლის იუბილეს უკავშირდება, რომელიც 14 მაისს აღინიშნება. მოგვიანებით მინისტრის აღნიშნული განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც დაადასტურეს. “მივესალმები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც აშშ-ს საელჩოს გადმოტანა იერუსალიმში, ისრაელის დამოუკიდებლობის 70 წლისთავს ემთხვევა. ამაზე ძვირფასი საჩუქრიარ არსებობს. ეს ისტორიულად სწორი და სამართლიანი ნაბიჯია. მადლობა მეგობარო“, - წერს კაცი Twitter-ის საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოამზადა გეგმა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა 2019 წლისთვის მოხდება. ამ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებდა. კიდევ უფრო ადრე კი, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ საელჩოს იერუსალიმში გადატანა დონალდ ტრამპის ვადის ამოწურვამდე არ მოხდებოდა. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 6 დკემბერს ამერიკის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აღნიშნულს მსოფლიოს მასშტაბით დიდი კრიტიკა მოჰყვა. აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო, რის შედეგადაც 20-მდე ადამიანი დაიღუპა 1000-ზე მეტი ადამიანი კი, დაშავდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)