|
2018-02-23 15:38:43, 1499 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა პარლამენტის ბრიფინგების პატარა სოროში მოხდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, პარლამენტის ზედამხედველობა მთავრობაზე მოშლილია. როგორც გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან კანონიერი დაბარების მიუხედავდ, მინისტრები პარლამენტში 1 წლის განმავლოობაში არ მისულან. გოცირიძის განმარტებით, მხოლოდ 1 კვირის წინ პარლამენტში იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ისიც მისთვის სასურველ ფორმატში. გოცირიძის შეფასებით, ფრაქციების მუშაობა სხვადასხვა ხრიკებით ბლოკირებულია: „ზედამხედველობა რომ პარლამენტში მოშლიალია, ამაზე ისიც მეტყევლებს, რომ ერთხელაც კი ვერ მოიყვანეთ მინისტრი პარლამენტში 1 წლის განამვლობაში. ახლა იხმარეთ ხრიკი, ნაცვლად ოპოზიციის კანონიერი მოთხოვნისა გამოცხადდეს მინისტრი, სხვა ფორმატში მოგყავთ. ჩვენ მოვითხოვეთ საგარეო საქმეთა მინისტრის გამოცხადება ფრაქციაზე ორიოდე თვის წინ, თქვენ მოიყვანეთ ერთი კვირის წინ და ფრაქციას ჰქონდა ერთადერთი შეკითხვის დასმის უფლება, დიდ დარბაზშიც კი არ ჩაატარეთ მოსმენა. პარლამენტის ბრიფინგების პატარა სოროში მოხდა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა დეპუტატების მიერ.ეს თუ არის დიდი დარბაზი, ამის მეათედი ნაწილი მხატვრულად შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც სორო. ამ დიდ დარბაში ეშინიათ მინისტრებს მოსვლა და თქვენ ხელს უწყობთ, რომ ფრაქციების მუშაობა იყოს ბლოკირებული სხვადასხვა ხრიკებით“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)