|
2018-02-23 13:31:16, 3287 ნახვა
რეგიონი
ცხინვალის საავადმყოფოში „გენოციდის ბრალდებით“ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
ცხინვალის საავადმყოფოში გვიან ღამით, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტატუნაშვილს ”ოსების მიმართ ჩადენილი გენოციდი ედება ბრალად”. მედიის ცნობით, ის ახალგორში დააკავეს და დაკითხვაზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გადაიყვანეს, სადაც "გამომძიებლებმა მას მისი დანაშაულის მტკიცებულებები წარუდგინეს". "როდესაც საკუთარ ბრალეულობაში დარწმუნდა, ეჭვმიტანილმა ადვოკატისა და თარჯიმნის გარეშე უარი თქვა კითხვებზე გაეცა პასუხები, თუმცა მათი თანდასწრებითაც არ ისურვა გამოძიებასთან ეთანამშრომლა. ამის შემდეგ გადაწყდა მისი დროებითი დაკავების იზოლატორში მოთავსება, თუმცა გადაყვანის დროს მან სცადა, რომ ერთ-ერთი გამცილებლის იაღარს დაუფლებოდა. მისი ეს მცდელობა გამცილებლებმა ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით აღკვეთეს. ამ დროს ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურებზე დაეცა, რის შედეგადაც მიიღო ტრავმები. ის გადაიყვანეს საავადმყოფოში“, - განაცხადეს დე-ფაქტო უშიშროების სამსახურში. ე.წ. პრესსამსახურის თქმით, ტატუნაშვილს სრული სამედიცინო დახმარება გაუწიეს საავადმყოფოში, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ის გარდაიცვალა. "გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი", - დასძინეს ე.წ. უშიშროების სამსახურსი. "ტატუნაშვილი საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და აღნიშნული მიზეზის გამო ის სახელმწიფო უსაფრთხოების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. მას უთვალთვალებდნენ, როდესაც რესპუბლიკის სხვადასხვა მკვიდრებს ეკონტაქტებოდა. მას შემდეგ რაც დადგინდა ტატუნაშვილის ბრალეულობა, ის დააკავეს, სამხრეთ ოსეთში მორიგი ვიზიტის დროს. არჩილ ტატუნაშვილი 1983 წელს დაიბადა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. ის მსახურობდა ავღანეთსა და ქუვეიტში. იყო 2008 წლის ომის აქტიური მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები", - წერს სააგენტო.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)