|
2018-02-21 17:33:00, 1624 ნახვა
კომენტარი
ქანთარია: პროცესი უფრო პოლიტიკურ-პირად ინტერესებში გადაიზარდა, რაშიც მონაწილეობა არ მინდა მივიღო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული საკითხი სხვა კატეგორიაშია აყვანილი და სცდება რეალურად სამსჯელო თემას. ქანთარიას შეფასებით, პროცესი პოლიტიკურ-პირად ინტერესებში გადაიზარდა, რაშიც მას მონაწილეობის მიღება არ სურს: „მემგონი, ჩვენ ყველანი გავედით პროცესიდან და ვფიქრობ, შეცდომა დავუშვით, როდესაც თვითონ პროცესში ეს საკითხი ავიყვანეთ სხვა კატეგორიაში, აბსოლუტურად გაზვიადებულია როგორც პრეზიდენტის მხრიდან, ჩვენც შევყევით ამ პროცესს და ეს გადაიზარდა პოლიტიკურ პირად ინტერესებში უფრო, ვიდრე მართლა გვაღელვებდეს მედიის საქმე.მე შორს ვარ იმისგან, რომ თუ ეს კანონი მიღებული იქნება, არიქა დაიხურება დამოუკიდებელი ტელეკომპანიები, ვინ რამდენს მოიგებს, ვინ წააგებს, დათვლაში და ბუღალტერიაში არ არის მემგონი საქმე. აქ უნდა ყოფილიყო პოზიციებზე საქმე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შევიდეს თუარა იმ ფერხულში, რასაც ჰქვია სხვა კერძო ტელემაუწყებლები, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დარჩეს სხვა მაღალ სიმაღლეზე, როგორც თავისი ნიშის მფლობელი, რომ მას გასაყოფი და წასართმევი არავისთან არაფერი აქვს და არ უნდა ჰქონდეს. არც კონკურენციაში, ის უნდა იყოს ჩვენი ყოფის, ისტორიის გამცოცხლებელი,ეროვნული ცნობიერების გამღვივებელი.თუ გასაჯიბრებელია, ის უნდა გაეჯიბროს სხვა ტელეკომპანიებს, BBC-ის და ა.შ. მეჩვენება, რომ ჩვენ ახლა სრულიად სხვა სიბრტყეში ვიმყოფებით, რაშიც მე მონაწილეობა არ მინდა მივიღო“,-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)