|
2018-02-21 13:24:27, 1759 ნახვა
ეკონომიკა
იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 დღეში ავტომობილის რეექსპორტის შემთხვევაში, გადახდილი აქციზის 100% ანაზღაურდება
იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში ავტომობილის რეექსპორტის შემთხვევაში, პირს 50%-ის ნაცვლად, გადახდილი აქციზის 100% აუნაზღაურდება. შესაბამისი ინიციატივა ფინანსთა მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. "ალბათ იცით, რომ გასულ წელს კარგი სტატისტიკა დაგვიფიქსირდა მანქანების რეექსპორტის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული ამ საქმიანობით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ და ხელი შევუწყოთ აღნიშნულ სექტორს. გვაქვს ინიციატივა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება საექსპორტო რეჟიმში, ანუ მოხდება ავტომობილის რეექსპორტი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციიდან 15 დღეში ავუნაზღაურებთ გადახდილი აქციზის 100%-ს. აქამდე ჩვენ 50%-ს ვანაზღაურებდით. ეს არის მნიშნელოვანი ცვლილება, რაც აძლიერებს საქართველოს პოზიციებს ამ ბიზნესსექტორში. ძალიან ბევრი ადამიანია ამ სფეროში დასაქმებული და ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივის შედეგად, კიდევ უფრო გაიზრდება ამ დარგში ჩვენი მეწარმეების კონკურენტუნარიანობა", - განაცხადა ბახტაძემ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)