|
2018-02-21 12:55:39, 1514 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: სოციალურ ქსელში ჩემს პირად გვერდს თვითონ ვმართავ, რისი უფლება და ვალდებულებაც მაქვს
„ეს არის ჩემი პირადი გვერდი, რომელსაც მე პირადად ვმართავ და ეს არის ჩემი ინიციატივა. მე, როგორც პოლიტიკოსს, ვფიქრობ, მაქვს ამის არა მარტო უფლება, არამედ ვალდებულება“, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ ვინ აფინანსებს მასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კამპანიას. ბახტაძის თქმით, ახალ საგადასახადო ინიციატივასთან დაკავშირებით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი მეწარმეებისგან, ამომრჩევლისგან სწორედ სოციალური ქსელის მეშვეობით მიიღო: „ვინ აფინანსებს ჩემი სოციალური ქსელის კამპანიას? ეს არის ჩემი პირადი გვერდი, რომელსაც მე პირადად ვმართავ და ეს არის ჩემი პირადი ინიციატივა.და მე, როგორც საჯარო პოლიტიკოსს, ვფიქრობ, მაქვს ამის არა მარტო უფლება, არამედ ვალდებულება. მინდა, ყველას შეგახსენოთ, საგადასახადო ინიციატივებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი რეკომენდაციების პირადად მე და ჩემმა გუნდმა მივიღეთ სწორედ სოციალური ქსელის მეშვეობით ჩვენი ამომრჩევლებისგან, მეწარმეებისგან, თუ როგორ უდნა დაგვეხვეწა ჩვენ ჩვენი ინიციატივები, რომლებიც დღეს იქნა წარმოდგენილი. უკუკავშირი ჩვენს ამომრჩევლებთან, უკუკავშირი ბიზნესთან და უკუკავშირი იმ მეწარმებთაან, რომლებსაცვ აქვთ ინიცატივები, თუ როგორ შეიძლება გახდეს საქართველოში ბიზნესგარემო კიდევ უფრო კონკურენტული“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)