|
2018-02-21 11:18:12, 1504 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქ კოლეგასთან ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ერთობლივ განვითარებასა და პოპულარიზებაზე ისაუბრა
„მივესალმებით ტრანსკასპიური, იგივე „შუა სატრანსპორტო დერეფნის" ერთობლივ განვითარებასა და პოპულარიზებას საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრთან აჰმეთ არსლანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლის დროსაც დიდი ყურადღება დაეთმო აღნიშნული დერეფნის განვითარებისა და საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზების საკითხებს. შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილის თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. მათ შორის, 6 თებერვალს აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით ჩინეთის დედაქალაქ პეკინში „სარტყელისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაზე ჩინური ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელსაც ტრანსკასპიური დერეფნის ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლები დაესწრნენ და აღნიშნული მარშრუტის უპირატესობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პოპულარიზების მიზნით ერთობლივი ღონისძიებების გაგრძელებას დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ტრანსკასპიური, იგივე „შუა დერეფნის" განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. მისივე თქმით, ეს არის უმოკლესი მარშრუტი ჩინეთიდან ევროპამდე სხვა ალტერნატიულ დერეფნებთან შედარებით, რომელშიც მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის აქტიური განვითარების პროცესი. პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს შუა დერეფანში მეტი ტვირთების მოზიდვის პროცესს. ასეთ პროექტებს შორის, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა, თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სხვ. მინისტრების მიერ ასევე ხაზი გაესვა დერეფანში გამჭოლი ტარიფის მოქმედების საკითხებს. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანსპორტო და კომუნიკაციების სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
(NS)
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)