|
2018-02-20 15:19:16, 807 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აჭარის ა/რ მთავრობაში დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილი და სხვა წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს და იმსჯელეს: • განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) მინიჭების შუამდგომლობის აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლების მერიისთვის გადაცემის შესახებ; • ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონის საზღვრების დამტკიცების შესახებ; • ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების საკითხზე, რაც მოიცავს, ისტორიული განაშენიანების ურბანული ქსოვილის შენარჩუნებასა და ახალი მშენებლობების სიმაღლეების შეზღუდვას. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მინიჭების შუამდგომლობის ექსკლუზიური უფლება ამიერიდან ქალაქ ბათუმის მერიას ექნება. მერიას გადასცემს ამავე ექსკლუზიურ უფლებას აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც და პროცესს სრულად ქალაქ ბათუმის მერია გააკონტროლებს. „ჩვენი მიზანია გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართელობა და სწორედ მერიას ჰქონდეს უფლება ბოლომდე აკონტროლოს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, მერიას დასჭირდება გარკვეული დრო იმისათვის, რომ გადაწყვიტოს რა ფორმით მოხდება საკითხის დარეგულირება, თუმცა ერთი რამ არის მთავარი - პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. შეხვედრაზე ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ჯეოგრაფიკის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცებაზე ისაუბრა. როგორც ლაშა კომახიძემ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგეგმება საჯარო შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან. დღევანდელ შეხვედრას, მერის ინიციატივით, წინ უძღოდა სამუშაო შეხვედრები ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლებთან, სადაც მოწვეულები იყვნენ დარგის სპეციალისტები, ურბანისტები და ქალაქმგეგმარებლები. შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში არსებული მდგომარეობის ადგილზე დათვალიერება, შეფასება და განხილვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უკვე წარუდგინა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას. კერძოდ, ქალაქის ისტორიული განაშენიანების სპეციალურ ზონასთან დაკავშირებით განისაზღვრა: • პროექტის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე 12 მეტრი; • პროექტის შეფასება განხორციელდება დახვეწილი არქიტექტურისა და შესაბამისი ვიზუალური სტანდარტით; • მუნიციპალური პროგრამა ისტორიული ზონის განაშენიანების სპეციალური ზონის მაცხოვრებლებისთვის.
(NS)
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)