|
2018-02-20 14:53:37, 2211 ნახვა
მსოფლიო
კოსაჩოვი: ნატო რეალურ საფრთხეებს ვერ ხედავს და გარე სამყაროს გაურბის
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დისკუსიამ აჩვენა, რომ ნატო რეალურ საფრთხეებს ვერ ხედავს და გარე სამყაროს გაურბის, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის უფროსმა კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. როგორც კოსაჩოვმა განმარტა, დისკუსია მეტწილად ეხებოდა იმას, თუ როგორ მოახერხონ ნატო-ს შიგნით უსაფრთხოების უზრუნველყოფა გარესამყაროსთან მიმართებით. "აზროვნების ეს ინერცია უარყოფით შედეგს მოიტანს, რადგან დისკუსიის ასეთი მიმართულება საფრთხეების არასწორი შეფასების აღმოცენებამდე მიდის“, - განაცხადა კოსაჩოვმა. კოსაჩოვმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე არა მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნებისკენ არის მიმართული, არამედ ეს გლობალური საფრთხეა. „და ამ კუთხითაც გარღვევა არ ყოფილა, არ ყოფილა ახალი საინტერესო შემთხვევები“, - დასძინა მან. მისივე თქმით, რუსეთთან მიმართებაში დისკუსიები „შავ-თეთრ“ ფერებში წარიმართა. „ალიანსის წარმომადგენლების აზრით, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად პრობლემური და არაპროგნოზირებადია, რომელიც საბჭოთა იმპერიის აღდგენას ცდილობს, რომელიც საკუთარი მეზობლების საქმეებში ჩარევას ცდილობს. ასეთი ქვეყანა, მათი აზრით, მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს“, - აღნიშნა კოსაჩოვმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)