|
2018-02-19 14:58:51, 1954 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: ჩაბუქის გათავისუფლება სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ბრძოლის შედეგია
„ეს არის ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი ბრძოლის შედეგი“, - ასე შეაფასა დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშილმა საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება. ადვოკატის თქმით, პროცესი კვლავ გაგრძელდება, რომელზეც განიხილება ექსტრადიციის დაუშვებლობასთან დაკავშირებით დაცვის მხარის წერილობითი პოზიცია. „აქ ჩართულები იყვნენ ჟურნალისტები, პედაგოგები, სახალხო დამცველი, რიგითი მოქალაქეები, ევროპალამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს არის ნამდვილი ბრძოლა სამართლებრივი სახელმწიფოსთვის და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე მომდევნო სასამართლო პროცესი. პროცედურის მიხედვით, სხდომაზე განიხილება დაცვის მხარის წერილობითი პოზიცია ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების დაუშვებლობის თაობაზე, შემდეგ კი, მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება, გადაწყვეტილება გამოაცხადოს. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, საექტრადიციო პროცედურების ამოწურვამდე, 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)