|
2018-02-19 13:36:55, 1704 ნახვა
კომენტარი
ზაზა ხუციშვილი: უფრო მაღალი ალბათობაა, რომ ვეტო იქნება დაძლეული
„უფრო მაღალი ალბათობაა იმისა, რომ ვეტო იქნება დაძლეული",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ზაზა ხუციშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აზრთა სხვადასხვაობაა მმართველი გუნდის იმ წევრებს შორისაც, ვინც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. „მოგეხსენებათ, რომ წამყვანმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა თავის დროზე კანონპროექტს. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში სხვა პრობლემა იყო ასახული და არა ის, რასაც კომიტეტმა დაუჭირა მხარი, ანუ საკითხი ეხებოდა ერთის მხრივ შესყიდვებს და მეორე მხრივ, სტარტაპებს. მე ვფიქრობ, რომ გამომდინარე დეპუტატების განწყობიდან, იმის გათვალისწინებით, რომ კანონი გავიდა მესამე მოსმენის დროს და მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა, უფრო მაღალი ალბათობაა, რომ ვეტო იქნება დაძლეული“, - განაცხადა ხუციშვილმა. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)