|
2018-02-19 13:12:31, 1633 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ე.წ. შეჩერების მექანიზმზე კომენტარებიც კი არ გაკეთდეს
„ქართული სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს მოქალაქეთა ინფორმირებისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმზე კომენტარებიც კი არ გაკეთდეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ევროპელი ლიდერების განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა. "მოდი საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე. რაიმე გაფრთხილებაზე აქ საუბარი არ ყოფილა, ეს კომენტარები იყო. თუმცა, არც ეს არის მაინცდამაინც კარგი. მაგრამ საბოლოო ჯამში, ქართული სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს მოქალაქეთა ინფორმირებისთვის, რომ მსგავსი კომენტარებიც კი არ გაკეთდეს, თუნდაც მედიასივრცეში. თუ საუბარი იქნება გარკვეულ რეგულაციებზე, მათ შორის გამკაცრების კუთხით და ხელს შეუწყობს გარკვეულ პრევენციას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ რისკებთან მიმართებით, ჩვენ ამას დიდი სიანოვნებით დავუჭერთ მხარს", - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, ევროპელი ლიდერების ნაწილმა აღნიშნა, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდის შემთხვევაში, ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება გამორიცხული არ არის.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)